იმედი მაქვს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული 2023 წლის გაფართოების ანგარიშში - ილია დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა ევროკომისარ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ "ტვიტერში" დაწერა.
"ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასევე, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული 2023 წლის გაფართოების ანგარიშში", - აღნიშნულია მინისტრის "ტვიტში".
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი