"ღიად ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით!"- კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წარსულში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რაც ქვეყანას და ხალხს მძიმედ დაუჯდა.
„ჩვენ ხომ ღიად განვაცხადეთ, არაფერს ვმალავთ ან დასამალი რა არის? სანქციებს არ ვუერთდებით, ამასთან დაკავშირებით განცხადებები არაერთხელ გაკეთდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის ინტერესები. თუ გადავხედავთ ჩვენს წარსულს და უახლოეს ისტორიას, ძალიან ბევრ შეცდომას ვნახავთ, რომელიც დაშვებული გვაქვს და რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. შესაბამისად, ჩვენ ეს შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, პირიქით, პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები", - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს