"ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარი „ტიტანიკია“ - მისი გაყოფა გარდაუვალია"- გია ხუხაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა უბრალოდ გარდაუვალია, მათთვისაც ასე ჯობია და პოლიტიკური პროცესისთვისაც კარგია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, როდესაც პარტიაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები უკვე ორად არიან გაყოფილი და მათი შერიგება შეუძლებელია.
„პარტიის ძალას განსაზღვრავს ხალხი, მისი მხარდამჭერები და მხარდამჭერების შერიგება უკვე შეუძლებელია. შესაბამისად პოლიტიკურმა ელიტამ ამ განწყობებს უნდა უპასუხოს, ყალბ შერიგებას რა აზრი ექნება? - ალბათ მალე მოხდება გაყოფა, ჩემი პროგნოზით, ზუსტად თარიღს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს არის გარდაუვალი. გაყოფა მოხდება და ელექტორატიც რაღაც პროპორციით აუცილებლად გაიყოფა, ეს გასათვალისწინებელია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ბოლო კვლევაზეც, IRI-ის უახლესი კვლევების შეფასებისას გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორალური ზრდის საშუალება არ აქვს და წინასაარჩევნო კოალიციები მას არაფერს მისცემს.
„ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ელექტორალური ზრდის საშუალება, ის ერთგვარი ტიტანიკია. მას 10- პროცენტიანი პარტიაც რომ შეუერთდეს, ჯამში 14%-ს პლუს 10% კი არ იქნება, იგივე 14% დარჩება ან შეიძლება 15-16% გახდეს. იმიტომ, რომ ეს პარტია ერთგვარი ტიტანიკია, რაც ხელისუფლებას აძლევს ერთგვარი ანტიკამპანიის წარმოების საშუალებას და სხვა პარტიის ელექტორატს აფრთხობს და აშორებს იმ პარტიას. ასეთი მოცემულობა შეიქმნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გარკვეული დამღა და წინასაარჩევნო კოალიციები მას არაფერს არ მისცემს, მაგრამ ის შეიძლება აღმოჩნდეს პოსტსაარჩევნო კოალიციაში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს