"ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად"- რობინ დანიგანი
ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან დიდი ხარისხით დაუჭირა მხარი უკრაინას ამ ომში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, გაგზავნეს კრიტიკული დანიშნულების ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის დასახმარებლად. საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთიდან ომის დროს გავიდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა კარგად იციან ის საფრთხე, რაც ახლა უკრაინის წინაშეა, რადგან რუსეთს 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. დამტკიცების შემთხვევაში, აქტიურად ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაერო-ს წესდების შესაბამისად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი