ნიკა მელია თაკო ჩარკვიანის განცხადებას „კაგებეს" მეთოდით ჭორების გავრცელებას“ უწოდებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „კაგებეს" მეთოდით ჭორების გავრცელებას“ უწოდებს დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.
„თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე. ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.
დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის "დავალებით" ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.
„კაგებეს" მეთოდით ჭორების გამავრცელებლები - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ. ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!“- წერს ნიკა მელია „ფეისბუქზე“.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს