"ხალხის ძალა“ ზის ჩვენ უკან, „გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს"- ხათუნა სამნიძე
ე.წ. განდეგილები, „ოცნების“ რადიკალური ნაწილი ზის ჩვენს უკან, „გამოირჩევა“ დედის გინებით და გვიწოდებს ჯაშუშებს - თავმჯდომარეს მივმართე წერილით, სთხოვოს მათ, სხვაგან გადასხდნენ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არის საფრთხე იმის, რომ სხდომათა დარბაზში ის ადგილი, სადაც ისინი სხედან, მუდმივი დაპირისპირების და კონფლიქტის კერად გადაიქცეს.
„ე.წ. განდეგილები ანუ „ოცნების“ რადიკალური ნაწილი, კანონის უკან წაღების შემდეგ არ წყვეტს ამ კანონის სულისკვეთებით მოქმედებას, ზის ჩვენს უკან, გამოირჩევა შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რომ ვართ თურმე ჯაშუშები და „გამოირჩევა“ დედის გინებით. შესაძლებელია მათთვის მძიმე იყოს, რომ მოღალატეებს ვეძახით მათ, ვინც დააინიცირა რუსული კანონი და ხმა მისცა მათ, მაგრამ დიახ, ისინი მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ღალატობენ ამ ქვეყანას და იმის ნაცვლად, შეწყვიტონ ამ კანონპროექტზე საუბარი და მისი სულისკვეთებით მოქმედება, აგრძელებენ იგივეს და გვეძახიან აგენტებს. ამას მოჰყვა შელაპარაკება ამ 9-იანის მხრიდან. ჯაფარიძემ ისროლა მიკროფონი, სოზარ სუბარი პირდაპირ ეძახდა ნაკაიძეს ჯაშუშს, მეც მომმართეს, როგორც კი ჩავერიე, რომ ვარ ჯაშუში და აგენტი, გვითხრეს რომ კარგად ვიცით, რომელი ქვეყნის. ამას მოჰყვა სხვა დეპუტატების მოსვლა და თავს დაესხნენ ნაკაიძეს, ესროლეს მოგლეჯილი მიკროფონი. რადგან ეს უკვე ორი დღეა გრძელდება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მუდმივი დაპირისპირების კერა შეიძლება გახდეს ის ადგილი, სადაც ჩვენ და 9-იანი ზის, ამიტომ მივმართე წერილით თავმჯდომარეს. ის ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგი სხდომაზე, ამიტომ ვთხოვე, სთხოვოს მისი უმრავლესობის წევრებს, რომ სხვაგან გადასხდნენ და არ იყოს ეს ადგილი მუდმივი დაპირისპირების კერა,“ - განაცხადა სამნიძემ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი