"მერაბიშვილის გამოჩენა მმართველი პარტიისთვის ძალიან დიდი საჩუქარია"- კახა კალაძე
ისეთი ადამიანები, როგორიც მერაბიშვილი და ხაბეიშვილია, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის კარგია - ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტეორი მოხვდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, მერაბიშვილის გამოჩენა მმართველი პარტიისთვის საჩუქარია.
„მერაბიშვილის გამოჩენას მხოლოდ მივესალმები. ეს მმართველი პარტიისთვის ძალიან დიდი საჩუქარია. ისეთი ადამიანები, როგორიც მერაბიშვილი და ხაბეიშვილია, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგია ჩვენთვის. თუ {მმართველი პარტია} ინატრებდა ოპოზიციაში ასეთი ადამიანების ყოფნას, ეს შესრულებულია და ასრულებული.
ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა მმართველი პარტიისთვის საჩუქარია. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას",- აღნიშნავს კალაძე.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი