"პარტია დამარხეს და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა"- გია ხუხაშვილი
არჩევნების წინ, პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა. ხელისუფლების მოედანზე ითამაშა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ გადაწყვეტილი იყო, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი ზეწოლით გამოეხსნათ, მაშინ აბსურდი იყო არჩევნების ჩატარება სასამართლო პროცესის პიკის წინ.
„ჯერჯერობით რასაც ვხედავ, არასწორი მიმართულებით მოქმედებენ. ელექტორალურად ეს პარტია განახევრდა შიდაპარტიული დაპირისპირების გამო.
ნიკა მელიას არ დაუკლია მცდელობები, მაგრამ საზოგადოებისთვის სააკაშვილის თემა არ არის საერთო სახალხო პრობლემა ამ ქვეყანაში. ყველა დაიღალა ამ თემით. არჩევნების წინ, პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა. ხელისუფლების მოედანზე ითამაშა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე შეფასებით, პარტია, რომელმაც მოქმედი ხელისუფლების მთავარ დანაშაულად ჩრდილოვანი მმართველობა გამოაცხადა, თვით პარტიაში დაამკვიდრეს ჩრდილოვანი მმართველობა.
„ბიძინას მასშტაბი მაინც აქვს და იქ ჩრდილოვანი მმართველები, საერთოდ სასაცილოები არიან. მელიას ჰქონდა ბეგრაუნდი, ურთიერთობები და ეს ხაბეიშვილი დასავლური გაგებითაც აბსოლუტურად უცხო სხეულია. ქუჩაში სირბილის მეტი ამ კაცს არაფერი გაუკეთებია, რა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რაზე ვლაპარაკობთ. თავისივე ხელით პარტია პაროდიად აქციეს“,- აღნიშნა მან.
ექსპერტის შეფასებით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, არ არის ცუდი, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებას გაუჭირდება ორპოლუსიანობაზე აპელირება.
„ახლა მივიღეთ მულტიპარტიული დემოკრატიული პროცესი, რაც მხოლოდ კარგია“,- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი