"მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც პრეზიდენტებს კლავენ"- მიხეილ სააკაშვილის ძმა
მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აქ არის საუბარი არა პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
„მე, პირადად, ვარ იდეალისტი და მჯერა ადამიანის ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობისა და კიდევ მჯერა, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი, თუნდაც სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფოებრიობის განცდა. არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, არ შემდგარი სახელმწიფო, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, სადაც არ უფრთხილდებიან ისტორიას, სადაც არ უფრთხილდებიან წარსულს, აწმყოს და თუნდაც, მომავალს. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება. აქ არ არის საუბარი არანაირი პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე, აქ არის საუბარი ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს არის და ეს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი