"მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას"- სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება 14 იანვარს, უკრაინაში, დნეპრში ცხრასართულიან სახლზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას და გმობს მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობას.
"კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე დნეპრში, უკრაინაში. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს.
ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა დნეპრში და მის მიღმა", - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს