"სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს არ უნდა იყოს არც აქ, არც ციხეში, ეს არ დაუმსახურებია"
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განმარტება მისთვის მისაღები არ არის.
ალასანიას თქმით, მისთვის არგუმენტია კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა.
„ეს განმარტება ჩემთვის მისაღები არ არის. ჩვენ გვაქვს კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. ეს დასკვნა სწორი არ არის, ვერაფერს დაამტკიცებს. თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს მიუტანოს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიას განცხადებით, იზიარებს ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის პოზიციას, რომ მზად არიან, სააკაშვილს ჩაუტარდეს ანალიზები, თუ სახელმწიფო უცხოელ ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროს მოიწვევს.
„იგივე პოზიცია მაქვს, რაც შალვამ ბრძანა. აქ ექსპერტიზის ჩატარება? ვერ სინჯავენ და თუ გინდა, 15-ჯერ ჩაუტარონ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომავალ დაბადების დღეს სააკაშვილი ციხეში არ უნდა შეხვდეს. მისივე თქმით, მას ეს არ დაუმსახურებია.
„მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს