"ვახტანგ მეგრელიშვილსაც სურს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა, იმდენს იზამს ეს ხალხი, ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე"
„გირჩის” დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმაც განაცხადა, რომ სურს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად.
იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზდები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე, ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
გოცირიძე გამოეხმაურა ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მეც მინდა, სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, მართლა წარვდგებოდი გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად ეფექტური იქნებოდა“.
„ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, ოლიგარქობაც მოისპობოდა და ეროვნული თანხმობის მთავრობასაც შევქმნიდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. არც პატარა პარტიებს დავტოვებდი ნაწყენი. ბატონ ვახტან მეგრელიშვილს სულაც ვიცე-პრემიერად დავნიშნავდი, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს. აბა, რომ არ გავბრაზებულიყავი, ხომ ვერ მოვაჯდებოდი „ქართულ ოცნებას”? წინა გამბრაზებლებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ბოლო წვეთია, სავსე ფიალიდან წყალი რომ გადმოიღვაროს.
ამ ჭიქით (ჩაის მივირთმევ) იმ ერთ წვეთს გაუმარჯოს, რევოლუციას რომ მისცემს ბიძგს!“ – წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი