"ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული"- თეა წულუკიანი
ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული, – ასე აფასებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებას.
წულუკიანის შეფასებით, მათგან განსხვავებით პოლიტიკური რესურსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც „ეს „ზეროების“ გაერთიანება ევედრება, შეუერთდნენ“.
„გულწრფელად გეუბნებით, სიღრმისეულად არ ვფლობ ამ საკითხს, რომელი ოპოზიციური პარტია აპირებს გაერთიანებას, როგორია დინამიკა ამ პროცესის, მაგრამ საზოგადოებისთვის რაც უკვე ცნობილია, რომ ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ სერიოზული არ არის. ასე ვაფასებ როგორც ხუმრობით, ასევე სერიოზულად. მე „ნაციონალური მოძრაობის“, რაც არ უნდა ძალიან მწვავე ოპონენტი ვიყო, იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე, ამა თუ იმ ფორმით არიან. ამის მიუხედავად, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, ამ „ზეროებისგან“ განსხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეს „ზეროების“ გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“, შეგვიერთეთო. აქ კიდევ მეორე ალოგიკურობას ვაწყდებით, რომ ეს ყველა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ. შესაბამისად, ეს ანალიზი, დისკუსია, რას და რატომ აკეთებენ, პრინციპში, არ არის არც პოლიტიკურად და არც პოლიტოლოგიურად საინტერესო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი