"თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა"
თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც დღეს პირველი მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ოხანაშვილის შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, „არა სისტემურად გამართულ კანონპროექტს, არამედ ცალკეულ პირებზე ორიენტირებულ მიდგომას“.
„ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით და მეცენატობით არის დაკავებული, რაც არ უნდა ცალკეულ პირებს ინტერესი ჰქონდეთ მისი ოლიგარქად მიჩნევის, უკრაინული მოდელი იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, არ ითვალისწინებს ასეთი პირის ოლიგარქად მიჩნევას. ამიტომ, უკრაინული მოდელით ბიძინა ივანიშვილი ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად“, - განაცხადა ოხანაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"