კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „კლანებს“ შორის შიდაპარტიული ბრძოლაა
ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა „კლანებს“ შორის, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირებაა.
კალაძის განმარტებით, ეს შიდა დაპირისპირება ცხადია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საჯაროდაც არ ერიდებიან ამაზე საუბარს და ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან.
„ერთი რამ ცხადი და აშკარაა, რომ შიდა დაპირისპირებაა, ისინი უკვე საჯაროდაც არ ერიდებიან ამაზე საუბარს, იმუქრებიან ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით, ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა „კლანებს“ შორის. მე სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვინტერესდები „ნაციონალური მოძრაობაში“ თუ რა დინებებია, თუ ვინ ვის ებრძვის, რატომ ებრძვის და ა.შ. ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე, საკმაოდ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, საკმაოდ უამრავი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება