''ამ საუკუნეში, არასოდეს ყოფილა საქართველოში ავტორიტარიზმი ისეთი მძლავრი, როგორც დღესაა და ვინმეს ჰგონია, რომ ეს ობიექტურად არ დააზიანებდა ოპოზიციას?''
ოპოზიციის სისუსტე პირდაპირპროპორციულია ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერესთან. ამ საუკუნეში, არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ავტორიტარიზმი ისეთი მძლავრი როგორც დღესაა და ვინმეს ჰგონია, რომ ეს ობიექტურად არ დააზიანებდა ოპოზიციას? , -ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოპოზიციის სისუსტეზე ისტერიული აპელირება წარმოადგენს „შეგნებულ მავნებლობასა და შეუგნებელ სიბრიყვეს“.
ხოლო ოპოზიციის სისუსტეში თავად ოპოზიციის დადანაშაულება - უსინდისობის აპოგეას, უკეთეს შემთხვევაში კი სრულ პოლიტიკურ სიბეცეს.
„ოპოზიციის სისუსტე პირდაპირ პროპორციულია ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერესთან. ამ საუკუნეში, არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ავტორიტარიზმი ისეთი მძლავრი როგორც დღესაა და ვინმეს ჰგონია, რომ ეს ობიექტურად არ დააზიანებდა ოპოზიციას? სადაცაა 10 წელი შესრულდება, რაც ,,რუსული ოცნება” სათავეშია. ამ ხნის მანძილზე ის ცდილობდა ჩვენს გაქრობას. ჩვენ გვიწევდა გამკლავება ძალასთან, რომელსაც ხელთ ჰქონდა ყველა ბერკეტი, ყველა რესურსი, რასაც ემატებოდა საერთაშორისო მხარდაჭერაც, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც დაკარგა.
სწორედ საერთაშორისო და ელექტორალური მხარდაჭერის დაკარგვა აჩენს იმ დიდ შანსსა და იმედს, რომ კოლაბორაციონისტული რეჟიმი თავიდან მოვიშოროთ. ეს გადასარევად იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ხდება ის, რაც ხდება. ამ ხელისუფლებამ მშვენივრად იცის რომ ლუსტრირებული, სახელგატეხილია, ნდობაც დაკარგული აქვს და მხარდაჭერაც. იცის ეს და საკუთარი თავის გათეთრებას აღარც ცდილობს, ამაზე აღარც კარგავს დროს, ფულს და ენერგიას. სამაგიეროდ, გავეშებული მუშაობს ოპოზიციის გაშავებაზე. პრინციპი მარტივია - არც მე ვვარგივარ, არც ეგენი.
დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის სუსტად წარმოჩენა და ამ სისუსტეში მისივე დადანაშაულება წარმოადგენს ოლიგარქის სტრატეგიულ მიზანს. მექანიზმი მარტივია - საზოგადოება ხვდება რომ ივანიშვილი და მისი ოცნება შესაცვლელია, მაგრამ დღენიადაგ აწვეთებენ რომ შემცვლელი არაა - არსებული ძალებიდან არავინ ვარგა და უნდა დაელოდონ ახალ ძალას. ოლიგარქმა გადასარევად იცის რომ ახალი ძალები ნაწვიმარზე სოკოსავით არ ჩნდება და იმ ჰიპოთეტურ ძალების გამოჩენამდე ბურთი და მოედანი ისევ მას რჩება“, - წერს ნიკა მელია.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი