სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო წუხს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წუხილს გამოთქვამს საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები".
"ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ რამე მტკიცებულებებია, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი-ერთზე საუბარი და არა ტელევიზიებით. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც "მთავარი არხის" დირექტორის საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ თქვა, რომ ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის დეტალებით ელჩი კელი დეგნანი დაინტერესდა და ის აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს.
"ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით... ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა", - წერია "რუსთავი 2"-ის მიერ ლაშა ჩხიკვაძის სახელით გავრცელებულ წერილში.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა