''ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი, 85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე - აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს''
მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი , - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, უკრაინაში თავად იყო დეოლიგარქიზაციის კანონის ერთ-ერთი ავტორი.
“ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან. უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი. 85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე - აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს და "კრედიტ სვისიდან" წამოვიღებ ამ თანხას და სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ“, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რომ მოქმედებდეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, პირველ რიგში ოლიგარქებად აღიარებულები იქნებოდნენ „ლელოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი. ასევე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რა კანონიც მიიღო უკრაინამ, იმ კრიტერიუმებით რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს მინიმუმ 4 ოლიგარქი - ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა