'' ზურაბიშვილი 20 ივნისის "აქციის დაგმობით" ევროატლანტიკური მისწრაფების საზოგადოებას ხლეჩს'' - ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია კრიტიკულად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, გადაიდოს 20 ივნისის აქცია. მელია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და პრობლემების მოსაგვარებლად აქციას გეგმავს.
"რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?! 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას.
იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს. გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება - ევროპული მომავალი!" - წერს მელია "ფეისბუკზე".
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 14 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა.
"მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს