„ნაციონალური მოძრაობის“ სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ!
„ნაციონალური მოძრაობის“ სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას შეეხებოდა.
მდინარაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე სიების ჩახსნით შეცდომა დაუშვა.
„ჩახსნილი სიების აღდგენაზე რა ვილაპარაკო? თვითონ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ და მერე ჩვენ გვეუბნებიან გამოასწორეთო. რამდენად რეალური და რელევანტურია ეს მოთხოვნა თქვენ თვითონაც კარგად ხვდებით. სიები მათ ჩახსნეს, მათ დაუშვეს გამოუსწორებელი შეცდომა და ახლა იქნება დემოკრატიული თუ მათ ამ შეცდომას, სისულელეს, რაც გააკეთეს გამოვასწორებთ ჩვენ. მათი სისულელეების გამოსწორებაზე საერთოდ არ ვზრუნავთ!“- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ „ჩახსნილი“ საარჩევნო სიების აღდგენას და ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას ითხოვს. საკითხი დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დასვა, სადაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადების საფუძველზე, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მეორე მანდატს კარგავს. სულ ოპოზიციის ოთხი საპარლამენტო მანდატი იკარგება (ორი - “ნაციონალური მოძრაობა“, ორი - “ლელო“), რადგან პარლამენტიდან გასულ დეპუტატებს ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი