''პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას''
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გვარამიას გარდა, საქართველოს კიდევ უამრავი პატიმარი ჰყავს.
"ეს მისი გადასაწყვეტია. გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს. დამნაშავე ყველა დამნაშავეა. ვინც დანაშაულს სჩადის, ყველა დამნაშავეა", - განაცხადა კალაძემ.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს. ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი