''''ALDE''-სკონგრესმა ქართული ოპოზიციური პარტიების ინიცირებული რეზოლუცია მიიღო'' - ხათუნა სამნიძე
ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ და ველაპარაკებით ჩვენი ევროპული ოჯახის წევრებს.
სწორედ ამის შედეგია, რომ ALDE-ს კონგრესმა ქართული ოპოზიციური პარტიების ინიცირებული რეზოლუცია მიიღო და კომისიას მოუწოდა, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც ირლანდიაში ADLE-ს კონგრესზე იმყოფება.
სამნიძის თქმით, ამ პროცესში აუცილებელია, სწორი ნაბიჯები გადაიდგას და სწორი განცხადებები გაკეთდეს.
„კითხვები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ” გააჩინა საზოგადოებაში, ჩვენი ევროპელი პარტნიორების წრეებში, ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. ჩვენი მანდატის ფარგლებში, რა შესაძლებლობაც ოპოზიციას გვაქვს, ამას ვაკეთებთ. ჩვენ ევროპულ ოჯახში ვცდილობთ, რომ ყველა არგუმენტი მოვიყვანოთ და პირადადაც დაველაპარაკოთ მათ. სწორედ ამის შედეგია, რომ ქართულმა დელეგაციამ შეძლო ის, რომ დღეს კონგრესმა მხარი დაუჭირა და მოუწოდა კომისიას, ეს სტატუსი მიანიჭონ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ცუდი ხელისუფლება ჰყავს, ჩვენ მაინც ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ. ევროპულ პერსპექტივას მოგვცემენ პარტნიორები, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონკრეტული და ძალიან მკაცრი დათქმებით" , - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, დუბლინში, მიმდინარე ALDE-ს ყრილობაზე, „რესპუბლიკური პარტიის", „სტრატეგია აღმაშენებლის", „თავისუფალი დემოკრატების", „გირჩი-მეტი თავისუფლების" და „ლელოს" ინიციატივით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს შეეხება.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი