"ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს"
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი აქვს, რომელიც ქვეყნის და ხალხის ინტერესებს აცდენილია.
„ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. იმ დროს, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი იმისთვის, რომ ჯერ კომისიამ და შემდეგ უკვე ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტლეები მიიღოს, ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი არის კვლავ მათი პარტიული კოლეგები, სააკაშვილი და ა.შ. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნის და ხალხის ინტერესებს აცდენილია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი