''წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს თავს ბიძინა ივანიშვილი თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ეკურკურება'' - ალეკო ელისაშვილი
წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს თავს ბიძინა ივანიშვილი თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ეკურკურება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ აუდიოჩანაწერი ავთენტურია და დასავლური დაზვერვის მიერ არის მოპოვებული, მას გაგრძელება აუცილებლად ექნება. ამასთან, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სანქციები ქვეყანას არ შეეხება, რადგან უცხოელი პარტნიორები კარგად არჩევენ ერთმანეთისგან "ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესს".
„რომ დადასტურდეს, აუდიოჩანაწერი ნამდვილია და ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულ ოლიგარქებთან რაღაც გარიგებებშია შესული, აქ უკვე საქართველოს პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი კი არ იქნება, სანქცია რუს ოლიგარქებს მთელმა მსოფლიომ დაადო ოკეან გაღმა თუ გამოღმა. წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს ბიძინა ივანიშვილი თავზე თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს რაღაცას ეკურკურება, რომ ვერ წარმოუდგენია იმაზე მეტი რისხვა დაატყდება თავს. ამას უბრალო ხალხი ვერ ჩაწერდა, ამას ძალიან რთული ტექნიკა და ტექნოლოგია ჭირდება, ან ასე დადასტურდება ან ის, შეიძლება არ დადასტურდეს, მაგრამ თუ დადასტურდა, არანორმალური რისხვა დაატყდება თავს ივანიშვილს იმ ქვეყნებისგან, რომელსაც მარწუხებში ჰყავს რუსეთი თავის ოლიგარქებიანად. ეს თუ დასავლური დაზვერვის მიერ არის ჩაწერილი, გაგრძელებები მოჰყვება. ვფიქრობ, ეს ქვეყანაზე არ აისახება, რადგან უცხოელი პარტნიორები ვფიქრობ, ხედავენ, როგორი არანორმალური მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ ქართული მოსახლეობისგან, კარგად ასხვავებენ ივანიშვილის ინტერესს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესს,"- განაცხადა ელისაშვილმა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს