''არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ბავშვურია, ამ ლოგიკით არც პარლამენტში უნდა ისხდნენ'' - ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“
არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ბავშვურია, ამ ლოგიკით არც პარლამენტში უნდა ისხდნენ, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, არ ჰყავდეთ წარმომადგენელი დელეგაციაში, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება უკრაინაში.
მისი თქმით, უკრაინაში დატრიალებული ტრაგედია შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მეტია, ხოლო უკრაინაში ერთიანი ვიზიტით წასვლა საქართველოს სჭირდება.
„ჩვენთან ერთად წამოსვლასა და სოლიდარობის ჩვენებაზე რომ უარი თქვეს, ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მგონი, შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მეტია უკრაინაში არსებული ტრაგედია და ვითარება. არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ეს ბავშვური არგუმენტია, ამ ლოგიკით არც პარლამენტში უნდა ისხდნენ და არაფერში არსად არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც არასასურველი ძალა თუ პოლიტიკოსი იმყოფება. ასეთი პოლიტიკით ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ვურჩევდი უკრაინის რადას თავმჯდომარის ინტერვიუს ერთხელ კიდევ მოუსმინონ, ნახონ მან როგორ ისაუბრა იმის მიუხედავად თუ რა დაძაბულობა არსებობდა იმ პერიოდში ქართულ - უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრს შორის, რამდენად კორექტულად, გვერდზე გადადო ეს დაძაბულობა. ეს ამ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, ამიტომ მივდივართ, უკრაინაში მსოფლიო ლიდერები ჩადიან და საქართველო ჩავა თუ არა, ამით უკრაინისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, ჩვენთვის შეიცვლება. მე გუშინ საღამომდე ინფორმაცია, რომ არ აპირებდნენ წამოსვლას, არ მქონდა, გუშინ საღამომდე ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, ეს ახლა გადაწყვიტეს, როგორც ჩანს. მე ასე ცალსახად არც ხატია დეკანოიძისგან, არავისგან არ გამიგია ამის შესახებ", - განაცხადა იოსელიანმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი