"პატრიოტთა ალიანსი" იძულებულია მიმართოს რადიკალურ ზომებს, როგორიც არის მოსკოვში ჩასვლა"-იაგო ხვიჩია
„პატრიოტთა ალიანსის" ჩასვლა მოსკოვში არის ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის, სადაც ირმა ინაშვილს და "პატრიოტთა ალიანსს" ბევრი კონკურენტი ჰყავს, ამ ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პრორუსი ამომრჩეველი ჰყავს როგორც "პატრიოტთა ალიანსს", "ალტ- ინფოს" და "ევროპელ სოციალისტებს", ასევე "ქართულ ოცნებასაც", "მისი ბოლოდროინდელი რიტორიკის გამო".
„ჩემი აზრით, არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მომავლისთვის, ირმა ინაშვილი და "პატრიოტთა ალიანსი" ჩავა თუ არა მოსკოვში. ყველას გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური კონკურენცია, ბრძოლა პრორუსი ამომრჩევლის ხმებისთვის, სადაც ირმა ინაშვილს და "პატრიოტთა ალიანსს "ბევრი კონკურენტი ჰყავს. ფრონტზე მას ხელისუფლებაც კი ეცილება ხმებს, შესაბამისად, ისინი ახლა ამით აჩვენებენ, რომ თვითონ ყველაზე პრორუსია. სხვა პარტიებიც აკეთებდნენ ამას, როცა მოსკოვში წასვლას ცდილობდნენ, რათა ეჩვენებინათ, როგორი გულმხურვალე რუსები და პუტინისტები არიან. ამ ფრონტზე "ალტ-ინფოც" მოძრაობდა, ამ ხმებზე მუშაობენ "ევროპელი სოციალისტებიც", "ქართული ოცნების" ბოლო ნარატივითაც, პრორუსი ამომრჩევლის ნაწილი მას აძლევს ხმას და პატრიოტთა ალიანსი იძულებულია მიმართოს რადიკალურ ზომებს, როგორიც არის მოსკოვში ჩასვლა, რათა ამომრჩევლის ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ყველაზე მეტად თვითონ წარმოადგენს პუტინის და რუსეთის ინტერესებს საქართველოში,"- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს