არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა ღარიბაშვილი, ეს მის პროტოკოლს ჰკითხეთ - დავით სერგეენკო
2014 წელს, როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო, მე კი ჯანდაცვის მინისტრი, დამირეკა და დამავალა, სასწრაფოდ ჩავსულიყავი კიევში, პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების მერე ჩავიდა უკრაინაში - არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა ღარიბაშვილი, ეს მის პროტოკოლს ჰკითხეთ, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეხვდნენ ღარიბაშვილი და ზელენსკი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში.
სერგეენკოს თქმით, კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადება გააკეთა.
„რატომ შეხვდა ან არ შეხვდა პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე ვინმეს, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ალბათ შეხვედრების ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, მე ამის უკან რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას ვერ ვხედავ. ეს ინტენსიური შეხვედრების ფორმატია და ყოველთვის ყველასთან ვერ ხერხდება ხოლმე. რაც შეეხება უკრაინას, ყოველგვარი შეფასებების გარეშე, მშრალ ქრონომეტრაჟს მოვყვები. 2014 წლის სექტემბერში, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი და მე ვიყავი ჯანდაცვის მინისტრი, დამირეკა და დამავალა, სასწრაფოდ ჩავსულიყავი კიევში. მეორე დღესვე იქ ვიყავი და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების მერე ჩავიდა უკრაინაში, არ მინდა, დავამადლო, მაგრამ ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარებები ჩავიტანეთ და გარკვეული პერიოდი იქ ვიყავი. ასე რომ, არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა, არ ვიცი რატომ, ეს მის პროტოკოლს ჰკითხეთ, ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია,"- განაცხადა სერგეენკომ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი