უინტერესო გახდა „ნაცმოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლასა და არ შესვლასთან დაკავშირებით - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი „უინტერესო გახდა“.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული პოლიტიკური პარტიაა.
"ეს არც, ჩვენთვის და მგონი, არც ხალხისთვის არ არის საინტერესო. საერთოდ, უინტერესო გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლასა და არ შესვლასთან, გამოსვლასთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ ამით არაფერი იცვლება. რეალურად, მთავარი არ იცვლება, ეს არის ამ პოლიტიკური პარტიის ბუნება. ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, მათ არ შეუძლიათ სხვანაირად მოქმედება. აქედან გამომდინარე, როდის შევლენ და როდის გამოვლენ პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს, რომ პარლამენტში მუშაობასთან ერთად საუბრობენ დესტრუქციულ ელემენტებზე. აქედან ყველაფერი ნათელია“,- აღნიშნავს კობახიძე.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი