"გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე" - მარგველაშვილის ინიციტივა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
მისი განცხადებით, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას საქმეებს.
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ესენია მიხეილ სააკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, მელიას და გვარამიას საქმეები. ის საქმეები, რომლებიც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ საქმეებს ვაჩერებთ. იმ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიყაროს თავი, წინაპირობა არ შეიძლება იყოს ამ საუბრის აქტორების მიმდინარე დევნა ან პატიმრობა". - თქვა მეოთხე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი