ვის აქვს ენმ-ს ლიდერებიდან პოლიტიკური მომავალი - მამუკა ხაზარაძის ვერსია
“პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის მამაუკა ხაზარაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობაში” იგი მხოლოდ იმ ადამიანებთან თანამშრომლობს, ვისაც “აქვს მომავალი”.
ასეთებად კი მან ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ხატია დეკანონიძე დაასახელა. “ნაციონალურ მოძრაობაში” კომუნიკაცია და პარტნიორობა მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც ვთვლი ღირსეულად, ვისაც აქვს მომვალი. ეს არის ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე. ვერ მნახავთ იმ ადამიანებთან ვისაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე უსამართლობა აქვს ჩადენილი“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვის აქვს ენმ-ს ლიდერებიდან პოლიტიკური მომავალი - მამუკა ხაზარაძის ვერსია.
“პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამ განცხადებას ხაზარაძის მხრიდან თავის მართლებად აფასებს იმ წლების გამო, როცა “ლელოს” ლიდერი მხარს უჭერდა “ქართულ ოცნებას”, “ნაცმოძრაობას” კი მწვავედ აკრიტიკებდა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ენმ-ს ლიდერებიდან პოლიტიკური მომავალი მხოლოდ ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს, ამას ჩიტაძე არ ეთანხმება და არ ფიქრობს, რომ ხაზარაძის ამ მოსაზრებას სხვა პოზიციური პარტიებიც იზიარებენ, თუნდაც “ევროპული საქართველო” ან “სტრატეგია აღმაშენებელი”, - აღიშნავს გამოცემა.
“მამუკა ხაზარაძე წლების წინ იყო “ოცნების” აქტიური მხარდამჭერი. გვახსოვს მისი განცხადებები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა “ნაცმოძრაობიდან” კენჭს გრიგოლ ვაშაძე იყრიდა, თუ როგორ აკრიტიკებდა “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის კანდიდატს. ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძე ცდილობს თავი იმართლოს, იმ წლების გამო. რაც შეეხება ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს, რომ ამ პოლიტიკურ ძალაში მხოლოდ მათ აქვთ მომავალი, ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ნიკა მელიას მიერ წარდგენილი ის 12 ადამიანი, რომელებიც ახალი ფრთის წარმომადგენლები არიან პარტიაში, ნამდვილად პროგრესული და მოაზროვნე ხალხია. მამუკა ხაზარაძის ამ მოსაზრებას არ მგონია იზიარებდნენ სხვა ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები. ენმ-ის მხარდამჭერები კი, როგორც უჭერდნენ მხარს “ნაცმოძრაობის” ძირითად ბირთვს, ასევე გააგრძელებენ. მათ ხედვებში ბევრი არაფერი შეიცვლება, თუმცა დიდია მოლოდინი, რომ პარტიაში იქნება სიახლე და პროგრესულ იდეები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
სიახლეები
- კოლუმბიაში ტერორისტულ აქტს 18 ადამიანი ემსხვერპლა
- “შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება ომის დანაშაულია” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი
- “ერთი მხრივ ევრობიუროკრატია ცდილობს მოაწყოს არეულობა ჩვენს ქვეყანაში, გაავრცელოს სიცრუე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მეორე მხრივ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშებში, საქართველო ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებს იკავებს” - ნინო ფოჩხუა
- პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა