"ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე" - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ბათუმში ჩავიდა, სადაც ვითარება დილიდან უკიდურესად დაძაბულია. ენმ-ს ლიდერის თქმით, სახალმწიფო მიტაცებულია.
„ყოველგვარ კანონიერ საფუძველს გამოცლილია ეს ხელისუფლება. მაყურებელი რასაც თვალყურს ადევნებდა, მათი ნაწილიც ალბათ ბოლომდე ვერ უშვებდა, რომ ეს რეჟიმი ამას იკადრებდა. ეს ხელისუფლება ყველაფერთან ერთად არის მკვლელი ხელისუფლება, რომელსაც მორალური საყრდენი უკვე დიდი ხანია გამოეცალა. ისინი მალე ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს ითამაშებს ხალხი, არ იქნება არცერთი დღე მოსვენება.
რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. მე რასაც ვაკვირდები და ვხედავ ეს რეჟიმი ეცემა და მათი დაცემა ჩვენთვის შუალედური ამოცანა არის, ჩვენი მთავარი ამოცანა კი არის, რომ მათი ჩამოშორების შემდეგ დავიწყოთ ამ სახელმწიფოს განვითარება. მე არც თარიღს ვკიდებ, არც კონკრეტულ ვადას ვასახელებ, ვამბობ, რომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ბათუმისა და ზუგდიდში დილიდან ხმაური იყო. საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი პროტესტისა და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი