"დაუძლურებულია, პროგნოზს ვეღარ გავაკეთებ" - ნიკა გვარამია
"კალციუმისა და ცილების დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა", - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
"დაუძლურებულია... პროგნოზს ვეღარ გავაკეთებ... ადამიანი არ იღებს კალციუმს და ცილებს, იღებს მხოლოდ გლუკოზას- მთავარია კალციუმი და ცილები, მათმა დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა. რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია დანის პირზე სიარული, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიარული. პირდაპირ გეტყვით, ლატარეას თამაშობენ 50/50-ზე ალბათობით. ამის კონსტატაციას ვახდენ უკვე, ემოციურად გადმოცემის თავიც და სურვილიც აღარ მაქვს. ფაქტი არის ეს, ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"