ვინ არის პასუხისმგებელი, თუ სააკაშვილის შიმშილობა ფატალურად დასრულდება - კალაძის პასუხი
ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურობა , - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო მზად არის ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია რას იტყვიან დარგის სპეციალისტები და რა შეფასებას გააკეთებენ. პენიტენციური დაწესებულების კლინიკა ყველანაირად მზად არის პატიმარს მომსახურება გაუწიოს, თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება.
როდესაც მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხდება, მე რომ ვიყო პენიტენციური სამსახურის ადგილას, მესმის, რომ პირადი ინფორმაციაა და არ აქვთ ამის უფლება, მაგრამ იმისთვის, რომ მათ მხარდამჭერებში შემოვიტანოთ სიცხადე და სიმშვიდე, ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა. კარგი იქნება, მივმართოთ შესაბამის სამსახურს, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ფატალური შედეგით თუ დასრულდება, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი, კალაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუვალდებულებია.
„პირველ რიგში, იმ ვითარებასა და მოცემულობაზე თვითონ პატიმარი არის პასუხისმგებელი. არავის დაუვალდებულებია შიმშილობა“, – განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს