თუ “ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე მიილევა - ზაალ ანჯაფარიძე
“პერმანენტული აქციების სერია კონკრეტულ შედეგებში თუ არ გადაიზარდა, ძალიან მძიმედ დასრულდება “ნაცმოძრაობისთვის” და ზოგადად ოპოზიციისთვის - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებს ქვეყნის მასშტაბით აქციების მოწყობასთან დაკავშირებით.
ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების გეგმა 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ გაჟღერდა. პირველი აქცია ბათუმში იმართება და მთავრდება 6 ნოემბერს თბილისში. ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციისთვის, რომელიც ქუჩის აქციების მეორე წრეზე მიდის, ეს სტრატეგია შედეგის მომტანი ვერ იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თუ “ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე მიილევა - ზაალ ანჯაფარიძე.
“სააკაშვილის ეს ქმედება არის უპრეცედენტო პოსტაბჭოთა სივრცეში. უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის სხვისი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ და იწყებს ქმედებას, სურს დაამხოს არსებული ხელისუფლება. გაგიგიათ ასეთი პრეცედენტი სადმე? ამ აქციების სერიების პოლიტტექნოლოგიური მხარე არის ის რეცეპტი, რომელსაც სააკაშვილი იყენებდა 2003 წელს, როცა რევოლუციას აწყობდა. თავისებურად კითხულობენ ეუთოს დასკვნას, ასე იყო 2003-შიც. თავის გარშემო ცდილობენ შემოიკრიბონ სხვა სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობოები; ცნობილი სახეები, რომ ამან საერთო სახალხო სახე მიიღოს, როგორც ეს იყო 2003 წელს; ანუ მოაწყოს მორიგი სახალხო იმიტაცია. ის წერილები, რომელიც ციხიდან იგზავნება, ასევე ემსახურება მხადამჭერების მობილიზაციას. ვნახოთ, რამდენად გამოუვათ. ამ წერილების ინტენსივობა ერთ კითხვასაც აჩენს მის შიმშილობასთან დაკავშირებით...”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რაც შეხება ამ აქციების შედეგებს, აქციების ჩატარებას რესურსი სჭირდება, ასევე საკითხავია, არის თუ არა ხალხი მოწადნებული მონაწილეობა მიიღოს განგრძობად პროტესტში. იმ შემთხვევაში, თუ ეს აქციები კონკრეტულ შედეგში არ გადაიზარდა, ძალიან მძიმედ დასრულდება “ნაცმოძრაობისთვის” და ზოგადად ოპოზიციისთვის. მე ვფიქრობ, რომ თუ “ქართული ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე გახდება მილევადი”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.
სიახლეები
- “მოგიწოდებენ სანქცია დაუწესო რუსეთს, მოგიწოდებენ რომ მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ “ - ირაკლი ზარქუა
- “რევოლუცია აქ არ მოხდება, გამორიცხულია” - ირაკლი ზარქუა
- “როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება, ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს – ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს” - მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე
- მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა
- “ჩვენ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა” - კახა კალაძე