სააკაშვილს აქვს სასჯელი რეფორმირებული სასამართლოს მიერ - თეა წულუკიანი
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი პრეზიდენტის შეწყალებაა. წულუკიანმა თქვა, რომ აქვს იმედი, პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
"მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტია, პოლიტიკოსი იყო ტურბულენტური მოცემულობაა, მას აქვს იმედები და სურვილი, რომ მალე დატოვოს პენიტენციური დაწესებულება. მაგრამ ამისათვის მხოლოდ სურვილები არ კმარა, რეალობა არის მისთვის საკმაოდ მწარე, და მას მოუწევს მოუწევს შეეგუოს პატიმრობას, იმიტომ, რომ მას აქვს სასჯელი, გამოტანილი რეფორმირებული სასამართლოს მიერ. ასევე ეს არის უმნიშვნელოვანესი დაზარალებულთა უფლებებისთვის, რომლებიც ოპოზიციას ძალიან ხშირად ავიწყდება, იმიტომ, რომ ცალკე აღებული კანონი და სასჯელი არაფერს არ ნიშნავს. ეს ყველაფერი არსებობს დაზარალებულთა უფლებების დაცვის მიზნით და არა რაღაც აბსტრაგირებული რეალობებისთვის. მთავარი არის ის, ვისაც დაუშავდა და მისი უფლებაა დამნაშავე იყოს დასჯილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი