მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა, გამარჯვება ახლოსაა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართა და სთხოვა საქართველოში დაბრუნდნენ.
"ახლა წყდება საქართველოს ბედი. ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღეთ და საქართველოში ჩახვიდეთ. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.
მან თქვა, რომ ეს არ არის თვითმმართველობის არჩევნები, არამედ რეფერენდუმია საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.
"არავინ ჩამოუშვას ხელები! ეს არის გადამწყვეტი დრო! მეგობრებო, ის დროა, როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს. მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა, გამარჯვება ახლოსაა“,- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ რეფერენდუმის დღე ახლოს არის.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე