ქაბულში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება - მინისტრის მოადგილე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ქაბულში, ამ დროისთვის, საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქაბულში არის საქართველოს 23 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების იქ ყოფნასთან დაკავშირებით დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია, თვითონ დაგვიკავშირდნენ, რომ იქ არიან და მყისიერად დავიწყეთ მუშაობა მათ ჩამოსაყვანად. უახლოეს პერიოდში იგეგმება საევაკუაციო რეისები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ და ამ რეისებით მოხდება მათი ჩამოყვანა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, სანამ უცხოელები არ დატოვებენ ქალაქსა და ქვეყანას. ჩვენი ყველა მოქალაქე ჯანმრთელად გრძნობს თავს, არავის არაფერი უჭირს ამ ეტაპზე. რა ვადებში მოხდება მათი დაბრუნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, მალე დავაბრუნებთ", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე