დღევანდელი პრობლემები გაქრა საერთოდ პოლიტიკიდან - გიორგი გახარია
გიორგი გახარიამ პარტიის "საქართველოსთვის" რეგიონული ოფისი წყალტუბოში გახსნა.
მისი თქმით, რეგიონული თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების წარდგენას ადგილობრივებს მიანდობს და თავად ამ საკითხში არ ჩაერევა.
გახარიამ მის ხედვაზე ისაუბრა და თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების შემდეგ შესაძლებელი იქნება სახელმწიფო მმართველობა გაუმჯობესდეს და ქვეყანამ წინ წაიწიოს.
„ჩვენ ახლა პარტიასაც ვაყალიბებთ და არჩევნებშიც ვმონაწილეობთ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ყველაფერი გავაკეთოთ სწრაფად და ხარისხიანად. მთავარი მიზანი დღეს არის, რომ ამ არჩევნებით შევძლოთ, ჯერ ადგილობრივი ხელისუფლება გავაძლიეროთ და შემდგომ უკვე დიდი არჩევნებით სახელმწიფოც გავაძლიეროთ, თორე ეს ქაოსი, რაც ხდება, ეს ამდენი ჭორაობა, ეს ამდენი ძალადობა, ეს ერთმანეთის ლანძღვა-გინება საბოლოო ჯამში თუ არ დასრულდა, უბრალოდ წინ ვერ წავალთ’’ - მიმართა მხარდამჭერებს გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარებას რამდენიმე ძირითადი შემოსავლის წყაროს განსაზღვრა და კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ადამიანები სჭირდება, რომლებიც რეგიონს გააძლიერებენ და დოვლათს შემატებენ.
„სამ პრინციპს უნდა მივყვეთ, ღირსეული, კეთილსინდისიერი, პროფესიონალები გვჭირდება ჩვენ. ადამიანმა ღირსება რა არის ის უნდა იცოდეს. ეხლა, ის ხვალ და ზეგ სოფელში და რაიონში თუ ვერ გავიდა და ადამიანებს ვერ დაელაპარაკა და იმის სიტყვის ფასი ნული თუ იქნა, რათ გვინდა, ეხლა ესეთი სათრევი მაჩანჩალები ჩვენ არ გვჭირდება“- განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- “მოგიწოდებენ სანქცია დაუწესო რუსეთს, მოგიწოდებენ რომ მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ “ - ირაკლი ზარქუა
- “რევოლუცია აქ არ მოხდება, გამორიცხულია” - ირაკლი ზარქუა
- “როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება, ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს – ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს” - მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე
- მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა
- “ჩვენ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა” - კახა კალაძე