ვალდებულებას, რომელიც ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე ავიღე, შევასრულებ - სააკაშვილი
"იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის პირდაპირ ხელისუფლებიდან წასვლისთვის და ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ის დაპირებას შეასრულებს და სახალხო რეფერენდუმის წინ საქართველოში ჩამოვა.
"ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას უკვე აღარ გააჩნია.
ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთი პერსპექტივა რასაც მას უსახავენ არის ქვეყნიდან გაგდება. ამიტომ, ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრებულია" - აცხადებს სააკაშვილი.
სიახლეები
- “მოგიწოდებენ სანქცია დაუწესო რუსეთს, მოგიწოდებენ რომ მოხალისეები გააგზავნო, თვითონ კი ჩირგვებში არიან, ბიზნესს აკეთებენ “ - ირაკლი ზარქუა
- “რევოლუცია აქ არ მოხდება, გამორიცხულია” - ირაკლი ზარქუა
- “როცა შენს თავს არ ეკუთვნი, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც შესაბამისად გიჭიანურდება, ეს ხალხი არ ეკუთვნის თავის თავს – ისინი ვერ უზრუნველყოფენ ვერც სინათლეს და ვერც პროგრესს” - მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე
- მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა
- “ჩვენ საკუთარი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით და ვიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნდეს გრძელვადიანი მშვიდობა” - კახა კალაძე