შეთანხმებიდან "ოცნების" გასვლა ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლისთვის შეთანხმებულ გზას - ნედ პრაისი
საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება.
პრესსპიკერი ნედ პრაისი ტვიტერზე წერს, რომ შეთანხმებიდან "ოცნების" გასვლა ძირს უთხრის საქართველოს წინსვლისთვის შეთანხმებულ გზას და ქმნის პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების რისკს.
"19 აპრილის შეთანხმებიდან პარტია "ქართული ოცნების" გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლისთვის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების რისკს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის," - წერს პრესსპიკერი ნედ პრაისი ტვიტერზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე