გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, ალიანსს არ ვაპირებთ - გიორგი გახარია
"თბილისის მერობის არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს",- ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
მან განაცხადა, რომ არ აპირებს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსს, როცა ჯერ კიდევ საკუთარ პარტიაში სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს.
„ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსს არცერთ ოპოზიცურ პარტიასთან არ ვაპირებთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს ახლა როგორც პარტიული სტრუქტურების შექმნა, ისე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად – თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“ – განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი