შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.
შარლ მიშელი საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
მის დღის წესრიგში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვაა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი