მტერსაც უნდა ველაპარაკოთ! - გიორგი გახარია
"მტერსაც უნდა ველაპარაკოთ - ჩვენი სალაპარაკოა ეს! არავინ ჩვენს მაგივრად არ დაელაპარაკება ოკუპანტს - ეს ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ პრაგმატულად, ცივი გონებით, მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია! რაც უფრო გვიან გავაკეთებთ ამას, მით უფრო დავზიანდებით", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ FirstNews.ge-თან განაცხადა.
მისი თქმით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს არსებობდა კონკრეტული გეგმა და მიმდინარეობდა კომისიის შექმნის პროცესი, რომელიც შეადგენდა დეოკუპაციის გეგმას.
FirstNews.ge-ს კითხვაზე: - როგორ აპირებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას? როგორც ვხედავთ საოკუპაციო ზოლი ყოველდღიურად იწევს აქეთ და ხელისუფლბა უმოქმედოდაა. თქვენ რა გეგმები გაქვთ ამ საკითხთან მიმართებაში?
გიორგი გახარია გვპასუხობს, რომ „შეუძლებელია ოკუპირებულ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია, არ ჰქონდეს გააზრებული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი სტრატეგია, როგორ აპირებს ქვეყნის დეოკუპაციას. ასეთი სტრატეგიის არქონა მოქმედებს ყველაფერზე: ეკონომიკურ განვითარებაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე... ყველაფერზე! პირველი, რაც გასაკეთებელია - ქვეყანას უნდა ქონდეს მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორია საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგია. ამ დეოკუპაციის სტრატეგიის ერთი პატარა ნაწილი უნდა იყოს დებორდერიზაციის გეგმა. ქვეყანას უნდა ჰქონდეს დებორდერიზაციის გეგმა, რადგან ხიდებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ვერ ავაშენებთ, თუ ფიზიკური წვდომა არ გვქონდა ერთმანეთთან და მავთულხლართებით ვიყავით გაყოფილი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე