"მე არ მგონია რომ მომავალ ოქტომბერში, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას" - თეა წულუკიანი
მე არ მგონია, რომ ოქტომბერში, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას ახალ გუნდზე საუბრისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას პოლიტიკაში მარტივი გზა არ ექნება.
"ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში. შეიძლება, როცა დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, გქონდეს ილუზია, რომ უკან სცენაზე შემოსვლა იქნება წარმატებული, მაგრამ ამ წარმატებისთვის მას მოუწევს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა და დიდი შრომა. ამისათვის მას უნდა ჰყავდეს, ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც ჯერ ვერ ვხედავ. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. მე არ მგონია რომ მომავალ ოქტომბერში, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სიახლეები
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
- 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს