"ვთვლი, რომ პოლიტიკაში მთავარი სიბეცე არის გაბუტვა" - გიგი უგულავა
პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია აქვს და საკუთარ აზრს უზიარებს.
როგორც უგულავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს.
"მეც მაქვს კომუნიკაცია, ჩემს აზრს მას ვეუბნები. მაგალითად, გუშინაც ვუთხარი, რომ ჩემი აზრია, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში. საერთოდ, ვთვლი, რომ პოლიტიკაში მთავარი სიბეცე არის გაბუტვა. მთელი რვა წელიწადი ეს გზა ვიარე, ბევრთან ვიყავი გაბუტული და ახლა ვცდილობ, რომ არავისთან ვიყო გაბუტული, ყველას ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ - დავარწმუნო იმაში, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია. ამას ხან ვახერხებ, ხან - ვერ ვახერხებ. ამიტომ არ ვაპირებ არავისთან გაბუტვას, არც ჩაჯინებას", - განაცხადა უგულავამ "პალიტრანიუსის" ეთერში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე