"არ დავადანაშაულებდი არავის ჩვენი საკუთარი თავის გარდა" - ბურჯანაძე
როდესაც ლაპარაკია, იმაზე რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, "ქართულ ოცნებას" რა უხარია მართლა ვერ ვხვდები, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში არავის დადანაშაულება არ შეიძლება და მხოლოდ ოპოზიციის ბრალია, რომ მოსახლეობა არ ამბობს ხმამაღლა არას იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ფეოდალური მეთოდებით ვიმართებით.
"როდესაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარება საკმარისი არ არის და არჩევნებს უნდა ენდობოდეს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები ეს ნიშნავს, რომ სერიოზული კითხვის ნიშანი აქვს ამერიკას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იყო ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული უკან დემოკრატიის გზიდან და გადახვევა დემოკრატიის გზიდან, ეს სერიოზული გზავნილია. როცა ლაპარაკია, რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, რა უხარია "ქართულ ოცნებას" მართლა ვერ ვხდები. ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ყველას უნდა, ეს ნათელი და გასაგებია. მათ შორის, როცა საუბარია პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ განაცხადა, თუ მოხდება ისე, რომ გამოუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად შესაძლებელია პარლამენტში მუშაობა. როდესაც ლაპარაკია, რომ შენ შორდები იმ პრინციპებს, რომელიც გაახლოებს დასავლურ სტრუქტურებთან, მით უმეტეს, როდესაც შენ გეუბნებიან, შორდები ევროატლანტიკურ ალიანს, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც შედის რუსეთის ინტერესებში, მაგრამ მე არ დავადანაშაულებდი არავის ჩვენი საკუთარი თავის გარდა იმაში, რაც ჩვენ გვემართება. ჩვენი ბრალია, რომ ვითმენთ ოლიგარქ ივანიშვილს, ჩვენი ბრალია, რომ მოსახლეობა არ ამბობს ხმამაღლა არას იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ფეოდალური მეთოდებით ვიმართებით" – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს