"ნიკა მელია ერთი განცხადებით და კანონიდან გასვლით თუ ჩამოგიშლის სახელმწიფოს, ვერც ევროპაზე იფიქრებ და ვერც ნატო-ზე" - მამუკა მდინარაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფეხის დადებას მიჩვეული არიან და მიზანია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მცდელობის დროს, გვქონდეს შეფერხებები და საბოლოოდ, ამას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ნიკა მელიას რომ ასეთი განზრახვა არ ჰქონოდა, კანონს დაქვემდებარებოდა.
მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მელია ერთი განცხადებით და კანონიდან გასვლით თუ ჩამოშლის სახელმწიფოს, ვერც ევროპაზე იფიქრებ და ვერც ნატო-ზე.
„არაგულწრფელი უნდა ვიყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეს არის კრიტიკული, ძალიან კრიტიკული განცხადება, მაგრამ შევეცდებით, ჩვენი საერთაშორისო ყველა პარტნიორი დავარწმუნოთ სიმართლეში. აქ არის ერთი მთავარი ამბავი, აქ არის სიმართლე, რომ ადამიანმა თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი. ეს არის ყველაზე მთავარი. კანონის აღსრულებისა და ამის პოზიტიურად გადაწყვეტის გზა არ შეიძლება, იყოს დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ჩვენ თუ სახელმწიფო არ გვექნა, ვერც პარტნიორს დაველაპარაკებით, ვერც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მცდელობა ვერ გვექნება შესვლის და ვერც შევალთ ვერსად, თუ სახელმწიფო არ იქნა. სახელმწიფო და ქვეყანა უნდა შევდგეთ თუ არც ქვეყანა შედგა და არც სახელმწიფო, ვერსად ვერ შევალთ.
როდესაც ხარ არჩევანის წინაშე, სახელმწიფო გექნება თუ არ გექნება და შენს სახელმწიფოს მწვავედ გააკრიტიკებენ თუ არა, უნდა თქვა, რომ სახელმწიფო უნდა გვქონდეს ჯერ, მერე კრიტიკასაც გავუძლოთ და მერე იმ გზაზეც უნდა ვიაროთ, რასაც ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია. თუ სახელმწიფო არ გექნება და ნიკა მელია ერთი თავისი განცხადებით და კანონიდან გასვლით ჩამოგიშლის ამ სახელმწიფოს, ვერც ევროპაზე იფიქრებ და ვერც ნატო-ზე. ეს არის მარტივი პოსტულატი.
თუ არ გექნა სახელმწიფო, გინდა კრიტიკას დაექვემდებარე, გინდა არ დაექვემდებარო; გინდა, იზრუნე ევროპაში შესვლაზე, ქვეყნის დაბრუნებაზე ევროპულ ოჯახში ან ნატო-ში შესვლაზე, გინდა არ იზრუნო“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“