"ნაციონალური მოძრაობა" დაკავების მეთოდებს იწუნებს, უბრალოდ საოცრებაა" - სერგეენკო
"ნაციონალური მოძრაობა", რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს და ამბობს, რომ საბჭოთა მეთოდებია, უბრალოდ საოცრებაა, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმიდან პოლიტიკური შემადგენელი უნდა მოიხსნას და გამოძიება ბოლომდე მივიდეს.
"პროტესტის გამოხატვა არის ყველას უფლება, მაგრამ გამოძიებას რაც შეიძლება მალე უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. ეს ადამიანი ამ საქმეში არის მსჯავრდებული და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ საქმიდან ზედმეტი პოლიტიკური შემადგენელი უნდა მოიხსნას, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ეს ეხება ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ ლიდერს. ვგულისხმობ იმას, რომ თუ კი უფრო მეტ დეტალში გაერკვევა სახალხო დამცველი, მაშინ ის შეხედულებას შეიცვლის. მე თავს ვარიდებ ხისტ შეფასებებს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა", რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს და ამბობს, რომ საბჭოთა მეთოდებია, უბრალოდ საოცრებაა. გადაახვიონ და ნახონ თავისი ჩადენილი საქმეები", - განაცხადა სერგეენკომ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს