,,ნიკა მელიას არ გავატანთ" - ირაკლი ოქრუაშვილი
არტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, მას არ გაატანენ და სამართალდამცველებს შესაბამისი აღჭურვილობით დახვდებიან.
ოქრუაშვილი ამბობს, რომ ეს საქმე მარტივად არ დამთავრდება.
„აშკარად ნერვებმა უმტყუნათ, ვეღარ მალავენ იმ გადაწყვეტილებას, რის მიღებასაც აპირებენ, მაგრამ ეს ასე ადვილად არ დამთავრდება. ჩვენს საზოგადოებასაც დიდი ხანია, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს, ამას უბრალოდ დრო და გაფორმება სჭირდება.
ნიკა მელიას არ გავატანთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. შესაბამისი აღჭურვილობით დავხვდებით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს.
ტეგები:
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი