,,ხელისუფლების ტყუილები მელიას საქმეზე" - რას წერს ოთო კახიძე
,,ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე სამართლებრივ განმარტებას აკეთებს.
,,ხელისუფლების ტყუილები მელიას საქმეზე:
ტყუილი 1 - თითქოს მელიამ ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა.
სინამდვილეში იქ გაკეთებული განცხადება არ შეიცავდა რაიმე მოწოდებას ძალადობაზე, პირიქით, აქცენტი იყო მშვიდობიან, ხელებაწეულ ქმედებაზე. ხოლო როცა პოლიციასთან შეხლა-შემოხლა დაიწყო, მელია მოუწოდებდა სხვებს სიმშვიდისკენ და თუ ისინი არ უსმენდნენ, ეს რისი ორგანიზატორი გამოდის - გაუგებარია.
ტყუილი 2 - თითქოს კანონით ბრალდებულს აუცილებლად უნდა შეეფარდოს რომელიმე აღკვეთის ღონისძიება.
სინამდვილეში გირაო, პატიმრობა და სხვა აღკვეთის ღონისძიებება გამიზნულია ბრალდებულის შესაძლო უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. კერძოდ - მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებების განადგურება. არცერთი საფუძველი დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, სრულიად კანონიერი იქნება მელიას დატოვება რომელიმე აღკვეთის ღონისძიების გარეშე და პირიქით, თავის დროზე შეფარდება იყო უკანონობა.
ტყუილი 3 - თითქოს პარლამენტს აუცილებლად უნდა მოეხსნა იმუნიტეტი, რადგან ამას ითხოვდა კანონი.
სინამდვილეში, პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და იმუნიტეტის მოხსნაზეც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ანუ შეეძლოთ, არ მოეხსნათ მელიასთვის იმუნიტეტი და ეს იქნებოდა სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება.
იცოდე კანონი - არ დაიჯერო ხელისუფლების ტყუილები"- წერს კახიძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე